ირაკლი ღარიბაშვილის პარალელური სამყაროში განსხვავებული აზრის, ან თუნდაც გაჭირვებული ადამიანების ადგილი არ არის. პრემიერი ტელეკამერების წინ, მხოლოდ ბედნიერ საჯარო მოხელეებს ხვდება, რომლებიც მას ხალხის სახელით, აქებენ და ადიდებენ.
რეალობა კი განსხვავებულია. აღმოჩნდა, რომ მთავრობის მეთაურთან რიგითი მოქალაქის მიახლოება აკრძალულია.
"არ მიგვიშვეს არც ჩემი ზაზა და არც მე. უნდა გვეთქვა, რომ გაჭირვებული ვარ, უსახლკარო ვარ, პენსია მაქვს და ქირაში ვაძლევ. რითი ვიცხოვრო შვილო? ხოდა არ მიგვიშვეს არც მე და არც ჩემი შვილი. მაგათ გაჭირვებული ხალხი რად უნდათ? ისევ მდიდრებს ეხმარებიან. წამოვედი და მოვიკალი თავი ტირილით", - ამბობს ზამირა დუდაევი.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს პარტიული დავალება, რომ პედაგოგები მისულიყვნენ და პრემიერი შეექოთ.
"მე არა, მაგრამ ბევრი მივიდა. ორგანიზება სკოლის დირექტორმა გაუკეთა. ჩვენი სკოლის დირექტორი ისეთი ადამიანია, რომ ჩვენი მთავრობის მიღწევებს ძალიან აფასებს და ჩვენი სკოლაც ძალიან აქტიურია ამ მხრივ, მივყვებით ამ ყველაფერს", - ამბობს პედაოგი კასპიდან.
ამავე თემაზე: