ქება-დიდება ირაკლი ღარიბაშვილისთვის - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც შიდა ქართლში ჩასულ პრემიერმინისტრს წინასწარ დადგმული სცენარით საქებარი სიტყვები უთხრეს.
"მთავარმა" ყველა პირის იდენტიფიცირება შეძლო და დადგინდა, რომ ისინი ჩინოვნიკები ან საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა შორენა შეშაბერიძე, რომელმაც პარტიული მესიჯბოქსები გააჟღერა პრემიერთან შეხვედრის დროს, თუმცა დღეს „მთავართან“ საუბარში პარტიული დავალება უარყო. ის ამბობს, რომ პრემიერი ღარიბაშვილის განსაკუთრებით უყვარს, რადგან ის "ამ ქვეყნის გამორჩეული ლიდერია".
ამავე თემაზე: