გარიგებული მატჩები - თბილისის "შევარდენი" და ზუგდიდის "დინამო" ჩემპიონატიდან მოხსნეს და დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

გარიგებულ მატჩების სკანდალი - საუბარია საქართველოს მეორე ლიგის ორ კლუბზე, თბილისის "შევარდენსა" და ზუგდიდის "დინამოს" შესახებ, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა  კომიტეტმა  მკაცრი სასჯელი შეუფარდა. კლუბები ჩემპიონატიდან მოხსნეს, ასევე დააჯარიმეს 10 000 ლარით. 

რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ დაეკისრათ ფულადი ჯარიმა, 2000 -დან  5000 ლარამდე და აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. 

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის თქმით, ორივე გუნდის მიერ მიღწეული სპორტული შედეგები გაუქმებულია და ასახულია სატურნირო ცხრილში.  

"სხვადასხვა ტურში დაფიქსირებულია უეფას მიერ, ეს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემებით შემოსული რეპორტი და ჩაინიშნა სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც სპორტის სამართლიანობის კომიტეტმა კლუბს შეატყობინა, ასევე სადისციპლინო კომიტეტმაც შეატყობინა და კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ სხდომებზე" ამბობს დავით მუჯირი 

საფეხბურთო კლუბებს საშუალება აქვთ 1 კვირის განმავლობაში გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლის გამოყენებასაც ორივე საფეხბურთო კლუბი გეგმავს. ზუგდიდის დინამოს პრეზიდენტი, ზაზა ჯანაშია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისივე თქმით, სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებული მატჩების "ფაქტი ვერ ანახა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი