40 წლამდე კაცი ასპინძიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით გადაიყვანეს 

გამოქვეყნდა:

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ვირუსული დაავადება 40 წლამდე კაცს გამოუვლინდა. 

„40 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა ყირიმ–კონგო, იგი გადაყვანილია  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. შემთხვევა გუშინ დადასტურდა, მაგრამ მანამდე იყო სტაციონარში განთავსებული“,- თქვა ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მზია პაპაშვილმა.

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება, ასევე, შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. 

ამავე თემაზე:

ხაშურში ყირიმ-კონგოს შემთხვევა გამოვლინდა | ინფიცირებული 40 წლის ქალი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი