"შემოვიდა თვითდინებით, მისი თქმით, ქუჩაში მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა" | ნაძალადევში მომხდარის ახალი დეტალები 

გამოქვეყნდა:

ნაძალადევში, გიორგი სააკაძის ქუჩის დასაწყისში 41 წლის კაცი დაჭრეს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. 

"პატრულის მანქანა იდგაო, თქვეს ნახევარი საათის წინ ალბათ",- ამბობენ თვითმხილველები. 

კლინიკა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და სავარაუდოდ 41 წლის კაცმა ეს გზა ფეხით გაიარა. სისხლის კვალი ადგილზე ამ დრომდე ეტყობა. 

დაშავებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პირველ სამედიცინო კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც ის თავად თვითდინებით მივიდა. ექიმი ამბობს, რომ მას სამართალდამცველები უკვე ესაუბრნენ. მისი თქმით,  დაჭრილს ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. 

"პაციენტი კლინიკაში შემოვიდა თვითდინებით, მისი გადმოცემით, ქუჩაში მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარცხენა წვივის უკანა მედიანურ ზედაპირზე ჰქონდა ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა. სისხლმდენი. მდგომარეობა სტაბილური იყო. ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა, პირველადი ქირურგიული დამუშავება. მაგისტრალური სისხლძარღვები დაზიანებული არ არის. ჭრილობა გაიკერა. ამ წუთას ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- ამბობს ექიმი. 

ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე უკვე დასრულებულია. ჰყავს თუ არა იდენტიფიცირებული ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო. 

ამავე თემაზე:

თბილისში 41 წლის კაცი დაჭრეს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი