თბილისში 41 წლის კაცი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, 41 წლის კაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, კაცი ფეხის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.

დაშავებული კლინიკაში თავად მივიდა და თქვა, რომ ქუჩაში უცნობი კაცი თავს დაესხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი