სავარაუდო კორუფციული გარიგება | ეკონომიკის სამინისტრო ბაკურიანის გათოვლიანებაში 10 მილიონით ძვირს იხდის

გამოქვეყნდა:

სავარაუდო კორუფციული გარიგება - ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბაკურიანის გათოვლიანებაში 10 მილიონი ლარით ძვირს იხდის.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "ტექნოალპინმა" გაიმარჯვა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარს გადაუხდიან.

უცნობია, რატომ უთხრა უარი მთავრობამ ტენდერში მონაწილე კიდევ ერთ კომპანიას, "დემკალენსოს", რომელიც იგივე სამუშაოებს 10 მილიონით ნაკლებად აკეთებდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ტენდერი დახურულად ჩატარდა, რაც კორუფციის შესახებ კითხვის ნიშნებს აჩენს.

სისტემები ბაკურიანში  2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოეწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი