
როცა შიმშილობთ კარგად ხართ?! - ასე უპასუხა კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ჟურნალისტების შეკითხვას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
თამარ დავარაშვილს მედიასთან საუბარი არ სურს და არ პასუხობს არც ერთ შეკითხვას.
დღესვე, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ. ნაციონალური მოძრაობის წევრი იმედოვნებს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან მალე შეუშვებენ. როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, გარეგნული დათვალიერებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
ცნობისთვის, 25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ექსპერტები მესამე პრეზიდენტთან დღეს, ან ხვალ დილით შევლენ.