"თქვენ გვჭირდებით რჩევისთვის და ამ ყველაფრის ხალხთან მისატანად" - კარლ ჰარცელი სამოქალაქო საზოგადოებას

გამოქვეყნდა:

გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ- სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს ბრიუსელში გასაგზავნი წერილი გადასცეს.

ადრესატი ევროკომისიის პრეზიდენტია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ, დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციაში და მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

"ამ შესაძლებლობის გამოყენება მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, მადლობა საზოგადოებას იმ სამუშაოსთვის, რომელიც გასწია. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზისთვის. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მომენტია და თქვენი ჩართულობა, როგორც სხვა ფაქტორები, მნიშვნელოვანია. თქვენ გვჭირდებით რჩევისთვის და ამ ყველაფრის ხალხთან მისატანად." მიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კარლ ჰარცელმა.  

სამოქალაქო საზოგადოებამ ახალი მოძრაობა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" 27 მაისს დააფუძნა. მასში არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, მსახიობები, მომღერლები, მწერლები და სხვა პროფესიის ადამიანები არიან გაერთიანებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი