საგამოძიებოს ცნობით, ​ოზთურქი ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს დიდი ოდენობით თანხა და სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა",- წერია განცახდებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

გალიფ ოზთურქი დააკავეს - ბათუმში სპეცოპერაცია დასრულებულია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი