ბათუმში სპეცოპერაცია დასრულებულია - თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დაკავებულია. ის თავისივე საცხოვრებელი აპარტამენტებიდან ისე გაიყვანეს, მედიას არ გადააღებინეს.
7 საათზე მეტი, სამართალდამცველები ბიზნესმენის კუთვნილ მეტრო-ჰოლდინგის ოფისში იმყოფებოდნენ.
კონკრეტულად რაში ედება ბრალი თურქ ბიზნესმენს, რომელიც შვილების განსაკუთრებული სიმრავლითაც არის ცნობილი, გაურკვეველია. პოლიცია ინფორმაციას არ ავრცელებს. ჩვენ გავარკვიეთ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბიზნესმენთან დაკავშირებული ყველა კომპანიის ანგარიშს ყადაღა ადევს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე