ბერა ივანიშვილის და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ახლო ურთიერთობა გავრცელებული ფოტომასალის გარდა, რეპერის კლიპითაც დასტურდება, სადაც ივანიშვილი მას "ძმად" მოიხსენიებს.
არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეები სწორედ ე.წ. ქანონიერი ქურდის შვილის, "კაწროს" დაჯგუფების წევრები არიან.
ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი, რომ ბურუსით მოცული საქმის ფიგურანტებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ.
კავკასიის ინტერნეტმედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფება ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს, რაც სწორედ ივანიშვილის შექმნილი სისტემის დამსახურებაა:
სოციალურ ქსელში იძებნება ბერას ადრინდელი სიმღერა, სადაც ბატონი ბერა ივანიშვილი სახელებით მოიხსენიებს ამ ადამიანებს და უწოდებს თავის ძმებს. როდესაც შენ ამ გარემოებას იყენებ იმისთვის, რომ კონკრეტულ კრიმინალურ ჯგუფს მიანიჭო ინდულგენცია, ხელშეუხებლობის გარანტია იმიტომ, რომ ასეთი მოძალადე და სისხლიანი სისტემა შექმნა მამამ - ბიძინა ივანიშვილმა, დიახ, ეს არის დანაშაული - ამბობს კაპანაძე
კრიმინალური დაჯგუფებებისა და ოლიგარქის ოჯახს შორის მეგობრობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალური ქსელით გამოემხურა. თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს - წერს მიხეილ სააკაშვილი