თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული რაგბისტების გავლენიანი მფარველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

"ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოში კრიმინალურ ავტორიტეტებს ქართველ ხალხთან ერთად, შემოდგომაზე დაასრულებს.

შევარდნაძის დროს შს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერმინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერი ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ - კაწროსთან. თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით, - წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული ნახალოვკელი რაგბისტები ბერა ივანიშვილის ძმაკაცის ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან. ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ლიდერია სპორტსმენების ზონდერ რაზმისა, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნოდაც ულაგებს ხოლმე ქუჩას. 

ანონიმური წყაროს მიხედვით, სწორედ ბერასთან ნათელმირონობის გამო, "კაწრომ" პოლიციასთან ამ საქმის დალაგება თავის თავზე აიღო. პირადად ის ამ გარჩევაში არსად ფიგურირებს, მაგრამ საძმოსთვის მფარველობის გაწევა, მილიარდერი მეჯვარის წყალობით, ნამდვილად შეეძლო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი