მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა - ნახეთ რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22%, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 51.1%;
  • პური და პურპროდუქტები - 34.5%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 23.5%;
  • ხილი და ყურძენი - 23.3%;
  • თევზეული - 19.4%;
  • ზეთი და ცხიმი - 17.7%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 16.8%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 16.0%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 15.4%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.6%;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ფასები მომატებულია:

  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 25.2%
  • სატრანსპორტო მომსახურებაზე - 12.9%;
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 3%;

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 28.2%;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 13.6%;
  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 11.2%.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი