მთავრობა აღებულ საგარეო ვალს ვერ ხარჯავს, რის გამოც, 2018-2021 წლებში მილიონის ჯარიმა გადავიხადეთ - GMC

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა აღებულ საგარეო ვალს ვერ ხარჯავს, რის გამოც ქვეყანამ 2018-2021 წლებში, 23 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადა - კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

უფრო კონკრეტულად, სესხის აუთვისებლობის გამო გადახდილი ჯარიმები ასე გამოიყურება:

  • 2018 – 3.1 მილიონი ლარი
  • 2019 – 4.8 მილიონი ლარი
  • 2020 – 9,6 მილიონი ლარი
  • 2021 – 5.8 მილიონი ლარი

"2021 წელს მთავრობამ ვალით აღებული 74.2 მილიონი ლარიდან მხოლოდ 17 მილიონის დახარჯვა შეძლო.
მაგალითად, ყველაზე დიდი ჯარიმა – 1,178,000 ლარი მთავრობამ ხაშურის წყალმომარაგების პროექტის შეუსრულებლობისთვის მიიღო.
წლებია, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ხაშურში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება." ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში. 

ვრცლად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი