ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩემი და ლევანის საუბრებს - ღარიბაშვილი ეკონომიკაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ, ჩემი და ლევანის საუბრებს ბრატისლავაში" - ასე შეაფასა მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარება.

მისი თქმით,  ისეთი ეკონომიკური ზრდა, როგორიც საქართველოს აქვს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში.

"ამასობაში ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩემი და ლევანის საუბრებს, როდესაც გვქონდა საუბარი, ჩვენ ახლახან ვიყავით ბრატისლავაში. ასეთი ეკონომიკური ზრდა, ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, რომ პრემიერი  რამდენიმე დღის წინ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი