მთავარი პრიორიტეტი არის ინფლაციის მოთოკვა - თურნავა

გამოქვეყნდა:

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ათია თურნავას კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე  კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა.

თურნავამ სებ-ის საბჭოში საკუთარ ხედვაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა:

„პირველი მთავარი პრიორიტეტი არის ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა - ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნება; 
მეორე- ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს წვლილს შევიტან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საბოლოო გადაწყვეტილებას თურნავასთან დაკავშირებით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი