ბორჯომში შრომის ინსპექტორები ჩავიდნენ და "ბორჯომის" გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ბორჯომში შრომის ინსპექტორები ჩავიდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კომპანია "ბორჯომის" გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას ხვდებიან. მათი მთავარი მიზანი, მხარეებს შორის მედიაციის პროცესია, რომელმაც ერთხელ უკვე კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. ინსპექტორები ჯანდაცვის მინისტრმა პროტესტის ეპიცენტრში მას შემდეგ მიავლინა, რაც მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ "ბორჯომის" თანამფლობელი სახელმწიფო ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი