შესაძლოა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდეს

გამოქვეყნდა:

გადაყენებული ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს უახლოვდება. ნათია თურნავას დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და ის ბანკის საბჭოს წევრი გახდება. წლის ბოლოს კი, პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, სწორედ თურნავა განიხილება კობა გვენეტაძის შემცვლელად.

ეკონომისტები უკვე ახლა აპროტესტებენ ექს-მინისტრის წინსვლას. ექსპერტები სწორედ თურნავას სახელს უკავშირებენ ბოლო დროის მნიშვნელოვან ჩავარდნებს და მიიჩნევენ, რომ ეროვნულის პრეზიდენტის პოსტზე ის გააღრმავებს ინფლაციურ კრიზისს და ვერ შეცვლის დღევანდელი პრეზიდენტის ნაკლებად ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამ საკადრო გადაადგილებაში ბიძინა ივანიშვილის პირად სურვილს ხედავენ, რომელიც ცდილობს სრული კონტროლი მოიპოვოს ქვეყნის მთავარ ბანკზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი