მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის ნაწილს ოჯახის წევრებს გააცნობენ. ცენტრ "ემპათიაში" მედიკოსებისა და გიული ალასანიას შეხვედრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მისი დასრულების შემდეგ გიული ალასანია "ვივამედში" შვილის მონახულებას გეგმავდა, სადაც დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
მძიმე მდგომარეობაა იმიტომ რომ ადამიანი რომ ვერ იღებს საკვებს, ეს გრძელდება დიდი ხანია უკვე, დიაგნოზები აქვს მძიმე, რაც ცნობილია, ამას არავინ არ უარყოფს და რაღაცა შედეგზე გავალთ ალბათ... ყოველდღე რომ ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას, ვხვდები, რომ სიჩქარე აუცილებელია. თვითონაც აცნობიერებენ რა თქმა უნდა და ჩემზე კარგად ამათ იციან, რომ ძალიან დიდი მოცემულობის სამუშაოა ჩასატარებელი, - ამბობს გიული ალასანია.