სულ ცოტა დრო რჩება საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებამდე. მატჩზე დასასწრები ბილეთები თამაშამდე 48 საათით ადრე სრულად გაიყიდა და დღეს დინამო არენაზე ანშლაგი იქნება.
გულშემატკივრების აქტიურობა კი უკვე დაიწყო, ქომაგები მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბნენ და დინამო არენისკენ დაიძრნენ.