ბათუმში დაშავებულ ბიჭს ოპერაცია უტარდება. ის კლინიკა ბაუშია გადაყვანილი.
მოქალაქემ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
შემთხვევა დღეს 12 ივნისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
ფოტო: "ბათუმელები"