საქართველოს ნაკრების შთამბეჭდავი წაუგებელი თამაშების სერია და შედეგად ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებელი ლიდერობა, 4 შეხვედრაში გატანილი 12 ბურთი და გაშვებული 2 - ეს საქართველოს ნაკრებია, გუნდი, რომელმაც მაყურებელი სტადიონზე დააბრუნა.
ახლა საკმაოდ დამღლელი სეზონის შემდეგ, სანაკრებო ფეხბურთი სექტემბრამდე პაუზას იღებს. მანამდე კი გავიხსენოთ გზა ჯგუფის ლიდერობამდე.