
ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერა. უნივერსიტეტში სტუმრად ის მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა. ისინი უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ.
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ოლიგარქის სტუმრობას უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვა მოჰყვა - რამდენიმე ჰექტარზე განთავსებული შენობის ყველა შესასვლელი სამართალდამცველებს ჰქონდათ გადაკეტილი.
ქვეყნის არაოფორმალური მმართველი რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გუშინ, სწორედ ქუთაისში გამოჩნდა. ივანიშვილი "მთავარის" გადამღები ჯგუფის კამერებს დაემალა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია გავრცელდა, ქვეყნის არაფორმალური მმართველი საზოგადოების წინაშე ერთხელ, ისიც ტიკ-ტოკის ვიდეოში და მეორედ, კახი კავსაძის დაბადების დღეზე, "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული მისალოცი ტექსტით გამოჩნდა.

