თითქმის შვიდთვიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში გამოჩნდა.
ოლიგარქმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერა. "ქართული ოცნების" მთავრის სტუმრობას უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვა მოჰყვა - რამდენიმე ჰექტარზე განთავსებული შენობის ყველა შესასვლელი სამართალდამცველებს ჰქონდათ გადაკეტილი.
ოლიგარქის ქუთაისში საგანგებოდ გასაიდუმლოებული სტუმრობა "მთავარისთვის" გახდა ცნობილი. ივანიშვილი სავარაუდოდ ისევ შენობაში იმყოფება, თუმცა ის ჩვენს კამერას ემალება.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია გავრცელდა, ქვეყნის არაფორმალური მმართველი საზოგადოების წინაშე ერთხელ, ისიც ტიკ-ტოკის ვიდეოში და მეორედ, კახი კავსაძის დაბადების დღეზე, "ფეისბუქზე" მისალოცი ტექსტით გამოჩნდა.