ხაშურში, მატჩის დროს, გულშემატკივრები სტადიონზე შევარდნენ - დაშავდა ფეხბურთელი | რამ გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირება

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება ხაშურში - ცენტრალურ სტადიონზე მატჩის დროს ერთმანეთს ხაშურის "ივერიას" და თბილისის "გლდანის" ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. სპორტსმენებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მოედანზე გულშემატკივარიც შევარდა.

კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ვითარება გარკვეული დროის განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული. როგორც "მთავარმა" გაარკვია, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საფეხბურთო მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთი მიმდინარებდა, ანგარიში 2:2 იყო, რა დროსაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტადიონზე მინის ბოთლი ისროლა, რომელიც სტუმრების მეკარემ აიღო და ტრიბუნიკენ გაისროლა, თუმცა ბოთლი ხაშურის ივერიას ფეხბურთელს სადრო ხაჩიძეს მოხვდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ სტადიონზე შეიჭრა გულშემატკივარი და საფეხბურთო მატჩი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მომხდარი ინციდენტის გამო, ფეხბურთის ფედერაციამ შესაძლოა ორივე საფეხბურთო კლუბს დისკვალიფიკაცია მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი