ხელისუფლების მიერ დაანონსებული თარიღის მიუხედავად, ფრენები კვლავ გადაიდო და საქართველოს ცა ისევ ჩაკეტილია.
ბოლო მონაცემებით, რეგულარული ავიარეისები 1 აგვისტოდან უნდა აღდგეს, თუმცა ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს მთავრობის დაპირების იმედი არ აქვთ. მანამდე, სანამ ხელისუფლება საზღვრების გახსნას გაურკვეველი მიზეზებით აჭიანურებს, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები თავს ბოლო დანაზოგით ირჩენენ. ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი სფერო კი რამდენიმე თვეა პარალიზებულია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თავს უკანასკნელი დანაზოგით ირჩენენ. პანდემიის გამო რამდენიმე თვეა ქვეყანაში ეს სექტორი სრულად პარალიზებულია. თვითდასაქმებული გიდები ვერც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში მოხვდნენ.
შემოსავლის გარეშეა დარჩენილი კერძო სასტუმროების უმრავლესობაც. ნომრებს, რომლებსაც სასტუმროების მფლობელები უცხოელ ტურისტებზე აქირავდებდნენ, ახლა ცარიელია. მათ იმედი არ აქვთ, რომ ფრენები 1 აგვისტოს განახლდება. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაშიც ტურისტების დიდ ნაკადს არ უნდა ელოდონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნილია.
ამ დრომდე უცნობია, რა წესებს დაემორჩილებიან ის ტურისტები, რომლებიც საქართველოში 1 აგვისტოდან ჩამოფრინდებიან, გაივლიან თუ არა ისინი ორკვირიან კარანტინს, ან სავალდებულო გახდება თუ არა კოვიდ-19-ზე ტესტირება.
რატომ გადაავადა საქართველოს მთავრობამ უცხოელი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში 1 თვით მაშინ, როცა ევროკავშირი საქართველოსთვის საჰაერო სივრცის გახნსას 1 ივლისიდან გეგმავს - ქვეყნის მთავრობამ ავიამიმოსვლის გადადება მსოფლიო პანდემიის საფრთხით ახსნა.
ამ დრომდე უცნობია სახმელეთო საზღვრების გახსნის თარიღი. მანამდე კი, ვიდრე უცხოელი ვიზიტორები საქართველოში შემოვლენ, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში არიან.