აქციას "შინ ევროპისკენ" ილიაუნის სტუდენტებიც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ დაგეგმილ აქციას "შინ ევროპისკენ" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. განცხადება და ე.წ. "ივენთი" მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს:

ილიაუნის სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისის 20:00 საათზე ევროპული მომავლისთვის დაგეგმილ აქციას!

ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი და უსაფრთხო გარემო, რომელიც საფრთხეშია! რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ ახლა თავისუფალი სამყარო საფრთხეშია, საქართველომ რუსეთის სისხლისმღვრელი პოლიტიკა ბევრჯერ გამოსცადა სწორედ ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ნება, რომელიც ემყარება მშვიდობას ევროპულ ოჯახთან ერთად!

შევიკრიბოთ ფილარმონიასთან 19:00 საათზე და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პარლამენტთან!, - წერენ სტუდენტები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი