რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით იასპარეზებს

გამოქვეყნდა:

ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე ამიერიდან რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით იასპარეზებს - ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

გამოცემა btu-ზე დაყრდნობით წერს, რომ ძალამიძეს უიმბლდონის პოპულარულ ტურნირზე სურს თამაში, რომელზეც წელს უკრაინაში ომის გამო, რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ დაუშვებენ. 

გამოცემის ცნობით, ძალამიძეს საჯარო განცხადება რუსულიდან საქართველოს დროშაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, თუმცა btu-ის მიხედვით, ის ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციის ვებგვერდზე საქართველოს წარმომადგენლადაა რეგისტრირებული. ძალამიძე წყვილთა თანრიგში ასპარეზობს და მსოფლიოში 44-ე ჩოგანია.

ბოლოს 29 წლის ძალამიძემ როლან გაროსზე ითამაშა პარიზში და იქ ნეიტრალური დროში ქვეშ გამოდიოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი