აქციას "შინ ევროპისკენ" ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ აქციას "შინ ევროპისკენ" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. 

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისს დაგეგმილ აქციას! ვიკრიბებით ფილარმონიასთან 20 ივნისს 19:00 საათზე და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პატლამენტისკენ!

საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია და სწორედ ამიტომ სტუ-ს სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისს დაგეგმილ აქციას. საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! შინ ევროპისკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.

აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი