"შინ ევროპისკენ" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვჭირდება ევროპული ოჯახი და ჩვენთვის გადამწყვეტია ევროინტეგრაცია" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს.

სკეიტპარკის ტერიტორიაზე შეკრებილი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ არჩევანს არ გამოხატავს და საქართველო ირჩევს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს. 

"ხელისუფლება ხალხის ნებას არ გამოხატავს. მათთვის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არის მხოლოდ დეკლარირებული ფრაზები და მეტი არაფერი. ევროპა არის ჩვენი სახლი და ყოველთვის ვიყავით ევროპული ღირებულებების მატარებლები. ჩვენ დადიანების სასახლის წინ ვართ, სადაც ყველაზე კარგადაა კონცენტრირებული ევროპული ღირებულებები",- ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია. 

შეგახსენებთ, რომ აქცია "შინ ევროპისკენ" საქართველოს დიდ ქალაქებში ტარდება. თბილისში აქცია 20:00 საათზე პარლამენტის წინ ჩატარდება. ამ დროისთვის ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან. 

ავტორი: ემა გოგოხია 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი