იმ დროს, როცა ევროპული საბჭოს მთავარი რეკომენდაცია დეპოლარიზაციაა და თავისუფალი მედია გარემოს შექმნაა, "ქართული ოცნების" წევრები და ხელისუფლების მომხრეები დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ჟურნალისტებს ისევ თავს ესხმიან.
ცოტა ხნის წინ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ჩვენს გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "უნამუსოები არიან რა" - ასე მოიხსენია ჩვენი ჟურნალისტი დეპუტატმა. ნატაშკა ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ოპერატორმა კამერა გამორთო, "ქართული ოცნების" დეპუტატმა მათ აგინა კიდეც. მმართველ პარტიაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "საკითხი უნდა შეისწავლოს".
მანამდე კი ჯერ დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ TV პირველის გადამღებ ჯგუფს. მათაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.
იხილეთ ასევე: