"ქართული საზოგადოება ირჩევს ევროპას" | საავტომობილო აქცია-მსვლელობა ქუთაისში

გამოქვეყნდა:

ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა ევროკავშირის დროშებით ქალაქში საავტომობილო მსვლელობა მოაწყეს. მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორების თქმით, მოსახლეობამ არჩევანი ოლიგარქსა და ევროპას შორის უნდა გააკეთოს.

ქუთაისელების თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს.

"როდესაც არჩევანი დგება, ევროპა თუ ოლიგარქია, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ირჩევს ევროპას" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი