საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის მთავარ გამზირზე იკრიბება. დღეს, 24 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარედ, მორიგი მასშტაბური აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართება.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილიაა", რომლის წევრებმაც 20 ივნისს გამართულ აქციაზე უკვე თქვეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად საქართველო
მხოლოდ შესასრულებელ პირობებს მიიღებდა, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული მოთხოვნებით სახალხო პროტესტს დაიწყებდა.
ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. გვსურს დაგიბრუნოთ მადლობა და ხაზგასმით გავიმეოროთ, რომ ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს და მომავალს. ჩვენ ვიცით რა ეღობება მას წინ, ეს ევროპულმა კომისიამაც ხაზგასმით ჩაგვიწერა რეკომენდაციაში - საქართველოში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და ზედმიწევნით შესრულდეს ევროპული კომისიის პუნქტები.
ქართველი ხალხის არჩევანი არის ურყევი, ერთიანი და პრინციპული. საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გახდება ევროკავშირის წევრი. გელოდებით, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ, - წერს მოძრაობა "სირცხვილია".
ცნობილია, რომ აქციას "შინ ევროპისკენ" 15 უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან.
იხილეთ ასევე: