შიდა ქართლი ევროპისთვის - ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია გორში . მოქალაქეები "ლომჭაბუკის" სკვერში შეიკრიბნენ, რომლის რეაბილიტაციაც, სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ვერავინ დააჩოქებს და ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ "ქვეყანა არ გამოეთიშოს ევროპას".
გორში გამართული აქციის მონაწილეები, საპროტესტო გამოსვლის შემდეგ თბილისში გამოემართნენ.