"საკონტროლო ტყვიაც აქვს დახლილი" - უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, დაღუპული კიდევ ერთი ქართველი გმირი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი:

დაჭრილი გამოყავდა და მოარტყეს ტყვია და საკონტროლო ტყვიაც აქვს დახლილი. კილომეტრნახევარი ათრიეს - ამბობს დაღუპულის ახლობელი.

42 წლის ზვიადაურს დღეს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, ხვალ კი მას საკუთარ სახლში, საგარეჯოს რაიონ სოფელ გომბორში გადაასვენებენ.  

ალუდა ზვიადაური 18 ივნისს, ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს ფრონტის ხაზიდან დაჭრილი თანამებრძოლი გამოყავდა როცა ოკუპანტებმა ზურგში ესროლეს. 

საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი