ქართველ მებრძოლს ოკუპანტებმა დაჭრილების გამოყვანისას ესროლეს - დაღუპულის ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნდა:

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი 42 წლის ალუდა ზვიადაურია. ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინაში მებრძოლმა სხვა ქართველებმა გაავრცელეს.

არსებული ინფორმაციით, ის უკრაინელებისა და ჩეჩნების ბატალიონში იბრძოდა. უკრაინაში ევროპიდან  ჩავიდა და ომში ჩაერთო. ზვიადაური ლისიჩანსკში იბრძოდა. 

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა და ამ დროს ოკუპანტებმა ზურგში ტყვია ესროლეს.  მის ქვედანაყოფს მტერი ჩაუსაფრდა და თავდასხმაც ამ დროს მოხდა. დაიჭრა ზვიადაურის კიდევ რამდენიმე თანამებრძოლი

ალუდა ზვიადაურის ცხედარი ფრონტის ხაზიდან მებრძოლებმა უკვე გამოასვენეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი