მთავრობა კურორტების განვითარების ახალ სააგენტოს ქმნის | ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიზანი "ოცნებასთან" დაახლოებული პირების დასაქმებაა

გამოქვეყნდა:

15 ივლისიდან კიდევ ერთი ახალი - კურორტების განვითარების სააგენტო ამოქმედდება. ეკონომიკის მინისტრმა ახალი უწყების შექმნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

ოპოზიციისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ზემოხსენებული სააგენტოს შექმნა მაშინ, როდესაც უკვე არსებობს მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ტურიზმის განვითარების სააგენტო, აჭარის კურორტების განვითარების სააგენტო სხვა ამავე ტიპის უწყებები. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, სააგენტო შექმნის მიზანი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში ზედმეტი ბიუროკრატიული დანამატი იქნება, "ქართული ოცნების" ოჯახის წევრებისა და პარტაქტივის დასაქმებაა.

"ტურიზმის განვითარებას სააგენტოების დამატება არ სჭირდება, ამას სჭირდება ტურისტული ინფრასტრუქტურები. ელემენტარული ტუალეტის საშუალება არ არის ტურისტულ ცენტრებში. კეთილი მიზნებით იქნება შეფუთული, მაგრამ ეს იქნება დუბლირებული მოვალეობები", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ბესიკ დონაძემ.

"მთავარი არხი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი