მარნეულში, 5-სართულიან კორპუსში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსულის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მას აივნის ნანგრევები თავში დაეცა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და ამ დროისთვის ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აივანი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა და შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანიც დაშავდა.
ამავე თემაზე: