მარნეულში, 5-სართულიან კორპუსში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ადგილობრივმა კლინიკამ მისი მკურნალობა ვერ შეძლო და ის თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ქალს აივნის ნანგრევები თავში დაეცა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აივანი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა და შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანიც დაშავდა.
ამავე თემაზე: