"დედაჩემი ხელში ჩამაკვდა, ნორმალურად არც სასწრაფო მუშაობს, არც მერია" - ტრაგედია მარნეულში

გამოქვეყნდა:

მარნეულში ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლები გაუსაძლის პირობებზე, უყურადღებობასა და გულგრილობაზე საუბრობენ.

ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მომხდარ ტრაგედიაზე ისინი პასუხისმგებლობას, ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ. 

"დედაჩემი ხელში ჩამაკვდა, სად ვცხოვრობთ, ნორმალურად არც სასწრაფო მუშაობს და არც მერია. სასწრაფო დახმარება ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა, როდესაც საარჩევნოდ ხმები უნდათ, მოდიან და გვეხვეწებიან ასეთი ტრაგედიის დროს კი არავინ მოსულა. ორი წელია ამ პრობლემის შესახებ იციან, თუმცა არაფერი გააკეთეს, რომ ეს უბედურება არ მომხდარიყო. ვითხოვთ დაისაჯოს ექიმები და ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ტრაგედიაში, - ამბობს  უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქალის შვილი.

ცნობისთვის, 26 ივნისს მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა - შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ერთი ორსულია. ექიმებმა მისი ნაყოფის გადარჩენა შეძლეს და ის ახლა საავადმყოფოში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დაშავებულია კიდევ 2 ბავშვი, რომლებიც ასევე კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი