"ვიზეარი", ქუთაისის ბაზის გაუქმების მიუხედავად, იაფ ფრენებს მაინც განახორციელებს

გამოქვეყნდა:

"ვიზეარი", ქუთაისის ბაზის გაუქმების მიუხედავად, ქვეყნიდან დაბალბიუჯეტიან ფრენებს მაინც განახორციელებს - ავიაკომპანია "ვიზეარი"ქუთაისში განთავსებულ ბაზას აუქმებს და თანამშრომლებს სახლში უშვებს. "მთავარს" სანდო წყარო უყვება, რომ კომპანიაში დღეისთვის საგანგებო თათბირი დანიშნეს და თანამშრომლების ნაწილს უკვე უთხრეს, რომ მათი დახმარება კომპანიას აღარ სჭირდება.  

"ვიზეარს" ამ გადაწყვეტილებისკენ, სავარაუდოდ, მთავრობის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ უბიძგა, რომლის მიხედვითაც, ევროპასთან საჰაერო მიმოსვლა იმის მიუხედავად არ იხსნება, რომ ბრიუსელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. 

კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ მათი ხელმძღვანელობა ბაზის დახურვის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ ივლისში ფრენების კვლავ აკრძალვას უკავშირდება.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენები აგვისტოშიც არ აღდგეს.  

ოპოზიციის წარმომადგენელები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებას სურს, ტურიზმის სფერო ბოლომდე არ ჩამოინგრეს, იმ ქვეყნებს მაინც უნდა მისცეს ფრენების განხორციელება, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ნორმის ფარგლებშია. 

გახარია და მთავრობა გვეუბნება, რომ არ გაიხსნება ფრენა. გახარიას ვეკითხები, რა გინდათ? საბავშვო ბაღი ხომ არ არის სახელმწიფო. ქვეყანა არის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზღვრების გახსნა. თქვენს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას დაემატა ის, რომ ვიზეარი ტოვებს საქართველოს. ავიაფლაგმანი, რომელსაც ყველაზე იაფი ფრენები ჰქონდა საქართველოში, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

მისი თქმით, "ვიზეარმა" ქუთაისის აეროპორტი და მთელი იმერეთის რეგიონი შიმშილს გადაარჩინა. 

კომპანია "ვიზეარი" თავისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი