თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია. გადამწყვეტ შეხვედრაში "ბასკონიამ" ანგარიშით 69:67 დაამარცხა "ბარსელონა" და ოქროს მედლებს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 33 წუთზე მეტი გაატარა და გუნდს 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
ესპანეთის ჩემპიონის თასი შენგელიამ აღმართა, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული, შემდეგ კი ფარის კალათაზე აძვრა და ტრადიციული რიტუალიც შეასრულა - სამახსოვროდ ფარს ბადე მოაჭრა.
მთავარი კითხვა, რომელიც გულშემატკივარს აინტერესებს, შემდეგია: დარჩება შენგელია ესპენეთში, თუ მაინც რუსეთის არმიის სპორტული კლუბის წინადადებას დათანხმდება.