ვიზეარი საქართველოდან ფრენებს შესძლებლობის მიცემისათანავე აღადგენს

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისში განთავსებულ ბაზას აუქმებს და თანამშრომლებს სახლში უშვებს, თუმცა კომპანია ავრცელებს განცხადებას და  განმარტავს, რომ ფრენები არ უქმდება და შესაძლებლობისთანავე, განახლდება.

 "ვიზეარის" განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც გაიზრდება მოთხოვნა მგზავრთა გადაყვანაზე, ისინი მზად იქნებიან ამ ვალდებულების შესასრულებლად.

ვიზეარი გამოხატავს მზაობას, შეასრულოს ფრენები საქართველოს და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული რეისები. ვიზეარი მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომპანია ამ განცხადებაში, ქუთაისის ბაზის გაუქმების საკითხს ოფიციალურად არ ადასტურებს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია თავის არჩევანში არის თავისუფალი. მან ნაწილობრივ დაადასტურა, რომ ვიზეარს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ხომალდები ქართულ აეროპორტში აღარ გააჩერებს.

"მთავარის" ინფორმაციით, ვიზეარმა ქუთაისის ბაზის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ივლისში ფრენებს არ დაუშვებს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი