"ოცნებამ" პროპუტინისტური პოლიტიკის ღიად გამტარ პირს დაუჭირა მხარი - ბოკერია მძინარიშვილზე

გამოქვეყნდა:

დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებს უყარა კენჭი - ბონდო მძინარიშვილი, გრიგოლ მურღულია და ზაზა აბაშიძე ბორდის ახალი წევრები არიან. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მძინარიშვილის კანდიდატურის გაყვანა "ქართული ოცნებისთვისაც" კი უკიდურესად სამარცხვინო ნაბიჯია. 

როდესაც ესეთ ფიგურას, რომელიც ღიად პროპუტინური პროპაგანდის გამტარებელი არის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ქვეყნის შიგნით პერსონალური თავისუფლების ღია მოწინააღმდეგეს აძლევ ხმას, ამით ახდენ ლუსტრაციას. კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საზოგადოებას, სად დგას ივანიშვილი. ამიტომ ხვალ და ზეგ, როცა იტყვიან, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ პროპაგანდას და რთულია, ყველას უნდა ახსოვდეს მათი ნაბიჯები, იქ სადაც, მათი გადაწყვეტილებები ქმნიდა ფონს ჩვენი ქვეყნის პროპაგანდისთვის, - განაცხადა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ ბონდო მძინარიშვილი მედია კავშირ "ობიექტივის მთავარი რედაქტორია და ეს მედია საშუალება ღიად პრორუსული პოლიტიკით გამოირჩევა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი