"ვიზეარმა" ქართველი თანამშრომლები შეკრიბა - საგანგებო თათბირი ქუთაისში

გამოქვეყნდა:

საგანგებო თათბირი ქუთაისში - მას შემდეგ, რაც "მთავარმა არხმა" ავიაკომპანია "ვიზეარის" მიერ საქართველოში ბაზის დახურვის შესახებ ინფორმაცია გააშუქა, ქუთაისის აეროპორტში "ვიზეარმა" ქართული ოფისის თანამშრომლები შეკრიბა.

ავიაკომპანიის 100-ზე მეტი თანამშრომელი უკვე აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდა. ისინი მედიასთან ღიად ლაპარაკს გაურბიან, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემაა, დაიხურება თუ არა "ვიზეარის" ქართული ბიურო.

თათბირზე, სავარაუდოდ, ორ მთავარ თემას განიხილავენ: სად გადანაწილდებიან ქართული ოფისის თანამშრომლები და იტყვიან თუ არა უარს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ გადასვლაზე.

შეგახსენებთ, რომ დაბალბიუჯეტიანი "ავიაკომპანია" ვიზეარი საქართველოში ბაზას აუქმებს, თუმცა აგვისტოდან ფრენები გაგრძელდება. ბაზის გაუქმება კი ნიშნავს იმას, რომ 200-მდე ქართველი მაღალანაზღაურებად სამსახურს კარგავს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი