ხანდაზმული კაცი, სავარაუდოდ, ნადირმა შეჭამა | სამტრედიაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ 

გამოქვეყნდა:

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ.

გამოცემა Megatv-ის ინფორმაციით, ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ხანდაზმული კაცი ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.

მათივე ინფორმაციით, კაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.

სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი