მთავრობის ადმინისტრაციის ქვედა შესასვლელიდან აქტივისტები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ვითარება დაიძაბა. პოლიციამ კანცელარიის ქვედა შესასვლელთან მყოფი აქტივისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა. აქციამ ზედა მხარეს გადაინაცვლა. 

მანამდე "სირცხვილიას" წევრმა, ნოდარ რუხაძემ თქვა, რომ მათთან სუს-ის წარმომადგენელი მივიდა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა - თუ არ დაიშლებოდნენ, დააკავებდნენ. 

ადგილზე შეკრებილები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერმინისტრისა და მინისტრების მისვლას ელოდებიან.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტთან კიდევ ერთი რამდენიმეათასიანი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა. პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადეს პრემიერმინისტრი და მთავრობა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა.

ფოტო: ვიდეოდან/რადიო თავისუფლება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი