საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- პური და პურპროდუქტები 35.0%
- ბოსტნეული და ბაღჩეული 33.4%
- ხილი და ყურძენი 31.8%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.0%
- რძე, ყველი და კვერცხი 19.5%
- ყავა, ჩაი და კაკაო 18.0%
- თევზეული 17.9%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16.0%
- ზეთი და ცხიმი 14.9%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.3%
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით. ფასები მომატებულია:
- პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 23.6%
- სატრანსპორტო მომსახურებაზე 14.1%
- სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 6.2%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.0 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
- ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 26.2%
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 12.7%
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 6.0%
