აბიტურიენტებს გამოცდებზე პირბადეების მოხსნა შეეძლებათ

გამოქვეყნდა:

აბიტურიენტებს გამოცდებზე პირბადეების მოხსნა შეეძლებათ - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

საკითხი, რომელიც ადარდებთ როგორც აბიტურიენტებს ასევე მათ მშობლებს... გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ, გახლავთ შემდეგი: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - განაცხადა გახარიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი